"კიდევ აპირებენ ჩანაწერების გამოყრას" - მიხეილ სააკაშვილი

გამოქვეყნდა:

საქართველოს მესამე პრეზიდენტი ვარაუდობს, რომ წინასაარჩევნოდ ქართული ოცნება ფარული ჩანაწერებით მანიპულირებას ისევ შეეცდება. ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა სპეციალურ ვიდეომიმართვაში თქვა, სადაც ამომრჩევლებს არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდებს - მოიგონეს ყალბი ისტორიები, კიდევ აპირებენ რაღაც ჩანაწერების გამოყრას, მაგრამ იმისათვის, რომ ხალხი მოვიდეს ახლა უნდა გავიშალოთ - ამბობს მიხეილ სააკაშვილი.

გაერთიანებული ოპოზიციის პრემიერმინისტრობის კანდიდატის თქმით, ოცნების ხელისუფლების იმედი მხოლოდ ადმინისტრაციული რესურსი და მოსყიდვაა. მესამე პრეზიდენტი "ძალა ერთობაშიას" აქტივისტებსა და პოლიტიკურ ლიდერებს მოუწოდებს, რეგიონებში გავიდნენ და მოსახლეობა დაარწმუნონ, რომ არჩევნებზე მისვლა აუცილებელია.

მინდა, ვუთხრა „ნაციონალური მოძრაობის“ და ერთიანი ოპოზიციის სიის ყველა წევრს, ყველა ჩვენ აქტივისტს და ლიდერს გავიშალოთ რეგიონებში, შევქმნათ ჯგუფები. მთავარი ამოცანაა, ხალხს ვუთხრათ, რომ არჩევნებზე მოსვლას აქვს აზრი, ეს არის ერთადერთი გზა სიტუაციის მკვეთრად შეცვლის. მათ შორის, კოვიდის სიტუაციის გამოსწორების, ეკონომიკური სიტუაციის გამოსწორების, ქვეყანაში სამართლიანობის დაბრუნების და ყველა იმ საკითხის გადაწყვეტის, რაც თითოეულ ადამიანს აღელვებს. ამიტომ გთხოვთ, ძალიან კარგად მუშაობთ, მაგრამ ახლა საბოლოოდ უნდა მივიყვანოთ ეს საქმე ბოლომდე და არაფერი არ შეგვეშალოს“- ამბობს მიხეილ სააკაშვილი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი