ოზურგეთში გაერთიანებული ოპოზიციის მაჟორიტარობის კანდიდატის, მანუჩარ კვირკველიას საარჩევნო შტაბის პრეზენტაცია გაიმართა. კვირკველიამ შტაბის გახსნაზე მხარდამჭერებს მიმართა და სამოქმედო გეგმა გააცნო. პრეზენტაცია კვირკველიას დაბადების დღეს დაემთხვა- ოლიმპიური ჩემპიონი 42 წლის გახდა.