აგდია ატვიორკის ტარი, შემოყოფილი აქვთ ხელი, გაღებული აქვთ კარები- თავდასხმა ოქრიაშვილის შტაბზე

გამოქვეყნდა:

გვიან ღამით, გაერთიანებული ოპოზიციის მაჟორიტარობის კანდიდატის, კახა ოქრიაშვილის საარჩევნო შტაბი გატეხეს. 

წაღებულია კომპიუტერები, სადაც პარტიის წინასაარჩევნო კომპანიის ინფორმაციები ინახებოდა. ადგილზე მუშაობენ ექსპერტ-რიმინალისტები 

გატეხილი იყო უკანა კარები, სადაც დამონტაჟებულია, კარგი ხილვადობის ვიდეოკამერა. იქ აგდია ატვიორკის ტარი, ეტყობა შემოატყდათ ხელზე, ორმაგი მინაა ჩატეხილი, მერე შემოყოფილი აქვთ ხელი, გაღებული აქვთ კარები და წაღებული აქვთ ორი სამუშაო ლეპტოპი - ამბობენ საარჩევნო შტაბის წევრები.

მათი თქმით, ოპოზიციის ოფისების დარბევა უკვე სისტემურია, რაც დამნაშავეების დაუსჯელობის ბრალია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი