კარტოგრაფების საქმეს კიდევ ერთი, საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომლის, ჩვენება დაემატა. მალხაზ მიქელაძე ყვება, რომ საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ კარტოგრაფებს 1936 და 1938 წლების რუკების შესწავლა და ერთმანეთთან შედარება დაავალა.
ჩვენების მიხედვით, კარტოგრაფებისგან ყოფილმა მინისტრმა მოისმინა, რომ რუკები შეუსაბამო იყო და მათი გამოყენება ადეკვატური არ იქნებოდა. ამის შემდეგ, ჯანელიძემ გადაწყვიტა, რომ შეუსაბამო რუკების საკითხი პრემიერმინისტრამდე აღარ მისულიყო.
გარდა ამისა, დაპატიმრებული კარტოგრაფების ადვოკატები საქმეში არსებულ მორიგ შეუსაბამობაზეც საუბრობენ. კერძოდ, გამოძიების მტკიცება, თითქოსდა, რუკა ნატალია ილიჩოვას კაბინეტში იპოვეს, რელევანტური არ არის. მას 2019 წლის შემდეგ რუკებზე წვდომა აღარ ჰქონია და ის გადაეცა ირმა გაბუნიას, რომელმაც კომისიაში ილიჩოვას ადგილი დაიკავა - შესაბამისად, საეჭვო რუკა გაბუნიას კაბინეტიდან ამოიღეს.
შეგახსენებთ, რომ ეჭვქვეშ დადგა რუკების მთავარი წყაროს, დავით ხიდაშელის, ჩვენებაც. ხიდაშელი, ჩვენებაში ამბობს, რომ მას დაუკავშირდა ნაცნობი, ბეჟან მაიუსრაძე, რომელმაც რუკების მოპოვება სთხოვა. სატელევიზიო ინტერვიუებში კი ამტკიცებს, რომ რუკების მოძიება ბიძინა ივანიშვილმა დაავალა.
შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანთან, საზღვრის დადგენის კომისიის წევრები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავეს.
პროკურატურა მათ სადემარკაციო კომისიაში მუშაობისას, საქართველოს ტერიტორიული ინტერესების საწინააღმდეგო რუკებით მუშაობაში ადანაშაულებს.
დაკავებულების წინააღმდეგ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს რად 10-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
8 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ ორივე მათგანს აღკვეთის სახითმ, ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
ავოტორი: ნინო ღვედაშვილი