არჩილ თალაკვაძე ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსის განცხადებით გაოცებულია. თალაკვაძის თქმით, ევროპარლამენტარი დავითგარეჯის საკითხზე "ჩვენთვის მიუღებელი" ფორმით საუბრობს. თალაკვაძის გაღიზიანება კუბილიუსის იმ ფრაზამ გამოიწვია, სადაც ევროპარლამენტარი წერს - "სადავო მოვლენები 2007 წელს უკავშირდება. სასაცილოა."
თალკვაძე ევროპარალმენტარისგან ახსნა-განმარტებებს ითხოვს
მან თქვა, რომ დავითგარეჯის თემა, რომელიც დღეს საზოგადოებისთვის საინტერესოა, სასაცილოაო. ჩვენთვის დავითგარეჯი ნამდვილად არ არის სასაცილო. პირადად, გაოცებული ვარ ამ კომენტარით. ადამიანი, რომელიც ევროსტრუქტურებს წარმოადგენს, ასეთი დამოკიდებულებით საუბრობს ჩვენთვის ეროვნული მნიშვნელობის საკითხზე, რაც ჩვენთვის მიუღებელია. დავითგარეჯი არასდროს და ვერასდროს იქნება სასაცილო... იმედი მაქვს, რომ ბატონი კუბილიუსი თავის განცხადებებზე განმარტებებს გააკეთებს“- ამბობს თალაკვაძე.
ევროპარლამენტის წევრი და ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანათავმჯდომარე, ანდრიუს კუბილიუსი, დავით გარეჯის საქმეზე ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას დაკავებას Twitter-ზე გამოეხმაურა