ევროპარლამენტის წევრი და ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანათავმჯდომარე, ანდრიუს კუბილიუსი, დავით გარეჯის საქმეზე ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას დაკავებას Twitter-ზე ეხმაურება:
საქართველოს ხელისუფლებამ "აზერბაიჯანის ტერიტორიის უკანონოდ გადაცემის" ბრალდებით ორი საჯარო მოხელე დააკავა. სადავო მოვლენები 2007 წელს უკავშირდება. სასაცილოა. "ქართული ოცნება" პოლიტიკურ ოპონენტებს ადანაშაულებს, რათა რეალური პრობლემებისგან, როგორებიცაა სუსტი რეაგირება პანდემიაზე და გაყინული ეკონომიკა, ყურადღება გადაიტანოს- წერს ანდრიუს კუბილიუსი.
შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანთან საზღვრის დადგენის კომისიის წევრები - ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა - 7 ოქტომბერს დააკავეს. პროკურატურა მათ სადემარკაციო კომისიაში საქართველოს ტერიტორიული ინტერესების საწინააღმდეგო რუკებით მუშაობაში ადანაშაულებს.
დაკავებულების წინააღმდეგ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 10-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
8 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ ორივე მათგანს, აღკვეთის სახით, ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.