შევძელით ზრუნვა ადამიანზე, რეფორმების გატარება, ბიზნესის დაცვა, საკუთრების დაცვა...- თალაკვაძე

გამოქვეყნდა:

პარლამენტის თავმჯდომარე თალაკვაძე დარწმუნებულია, რომ "ქართულ ოცნებას" მთავრობის დასაკომპლექტებლად საკმარისი ხმები ექნება და კოალიცია არ გახდება საჭირო. თალაკვაძე პარტიის ლიდერის, ივანიშვილის განცხადებას იმეორებს და ამბობს, რომ "ოცნებას" 64%-იანი მხარდაჭერა აქვს:

ჩვენ ამ წლების განმავლობაში ყველა ხელისუფლებაზე უკეთ შევძელით მშვიდობის და სტაბილურობის დაცვა ჩვენს ქვეყანაში, მათ შორის საერთაშორისო და ეფექტიანი საგარეო პოლიტიკის გატარებით. შევძელით ზრუნვა ადამიანზე და მისი უფლებების დაცვა. შევძელით ეკონომიკური რეფორმების გატარება, ბიზნესის დაცვა, საკუთრების დაცვა.

ჩვენ გვაქვს საკმარისი მხარდაჭერა. ყველა ავტორიტეტულ კვლევაში ჩანს, რომ „ქართულ ოცნებას“ სხვადასხვა რეგიონში 56-დან 64%-მდე მხარდაჭერა აქვს, ეს სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ შევქმნათ უმრავლესობა, დავაკომპლექტოთ მთავრობა- ამბობს თალაკვაძე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი