
საქართველოს მთავრობისა და საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის, დავით ხიდაშელის მოპოვებული და გადაცემული რუკები სანდოა და მათ ეჭვს არ იწვევს.
განცხადება ამის შესახებ ზალკალიანის მოადგილემ, სპეციალურ ბრიფინგზე გააკეთა. კითხვაზე, რატომ მიიწვიეს სამთავრობო კომისიის დახურულ სხდომაზე გარეშე პირი, ბიზნესმენი ხიდაშელი, მინისტრის მოადგილე ასე პასუხობს:
ის მასალები, რაც ჩვენ გადმოგვცა, არის ძალიან ღირებული, მნიშვნელოვანი და აბსოლუტურად სანდო. მასალები მოძიებული იქნა მსოფლიოს მასშტაბით, სხვადასხვა არქივიდან. მასალების ავთენტურობა დადასტურებულია - ამბობს დარსალია
მინისტრის მოადგილის თქმით, კარტოგრაფებს 1938 წლის ხაზი რომ დაეცვათ, დავით გარეჯზე საქართველოს მომგებიანი პოზიცია ექნებოდა.
ორიგინალები არ არსებობდა, თუმცა რუკის ცნობილი ნაწილიდან ჩანდა, რომ გარეჯის მონაკვეთზე საქართველოსთვის მომგებიანი პოზიცია იყო. პრინციპულად შეთანხმება ეფუძნება 1996 წელს, რომ 38 წლის ხაზი უნდა იყოს ამოსავალი წერტილი საზღვრის განსაზღვრისას ამიტომ ნებისმიერი დოკუმენტი რომელიც გაამყარებს პოზიციას თუ სად გადის 38 წლის ხაზი არის რელევანტური და აძლიერებს ქართული მხარის პოზიციას.“ ამბობს დარსალია
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ტერიტორიული ინტერესების საწინააღმდეგო რუკებით მუშაობისთვის ბრალდებული ნატალია ილიჩოვას და ივერი მელაშვილის საქმეში, დავით ხიდაშელი ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი და რუკების წყაროა.