ტყიბულის რაიონის სოფელ მუხურაში სკოლის მშენებლობა 2014 წელს დაიწყო. დაიხარჯა 4 მილიონ ლარზე მეტი, მაგრამ შენობა დღესაც დაუმთავრებელია.

დაუმთავრებელი მშენებლობა დღეს "ენმ - ძალა ერთობაშიას" ზესტაფონის-ბაღდათი-თერჯოლისა და ტყიბულის მაჟორიტარობის კანდიდატმა კახა გეწაძემ დაათვარიელა. გეწაძე აბობს, რომ არასწორად ჩატარებული სამუშოების გამო შენობა ავარიულია, რაც მოსწავლეებისთვის საფრთხის შემცველია.

ახლა არიან დაფაცურებულები, რომ საარჩევნოდ გახსნან ეს სკოლა და ამ ავარიულ შენობაში შეუშვან ბავშვები, რაც ყოვლად დაუშვებელია. მინდა მოვუწოდო მოსახლეობას, რომ ახლა თვალის ასახვევად გაკეთებულ სკოლაში ბავშვები არ შეიყვანონ, რადგანაც ძალიან საშიშია ამ სკოლაში შესვლა, - ამბობს კახა გეწაძე 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი