კრემლის მძლავრი ბერკეტები - რუსულ ეკონომიკაზე საქართველოს დამოკიდებულება გაიზარდა

გამოქვეყნდა:

რუსულ ბაზარზე, რუსულ ეკონომიკაზე და რუს ტურისტებზე საქართველოს დამოკიდებულება გაიზარდა.

  • 2012 წელს რუსეთთან სავაჭრო ბრუნვა 524 მილიონი იყო, ხოლო 2019 წელს 1 მილიარდ 474 მილიონი - ეს მონაცემი გასამმაგებულია.

გაიზარდა ექსპორტი და იმპორტიც:

  • რუსეთში საქართველოდან გატანილი პროდუქციის ოდენობა, 2012-ში 477 მილიონი დოლარი იყო, ეს ციფრი 2019-ში გაორმაგდა და თითქმის  მილიარდამდე ავიდა. 

პანდემიის გამო, 2020 წლის მონაცემები არასრულია.

  • ტურიზმის სფეროში 2012-2019 წლებში რუსი ვიზიტორების წილი 10%-დან 19%-მდე გაიზარდა. 
     
  • თუკი 2012 წელს ქვეყნაში რუსეთიდან 410 მილიონზე მეტი რუსი ტურისტი შემოვიდა, ვიზიტორების ოდენობა 2019 წელს გასამმაგდა და მილიარდ 400 მილიონზე მეტი შეადგინა. 

პუტინის მიერ ავიამიმოსვლის შეწყვეტამ კი, ეს ტალღა მნიშვნელოვნად შეამცირა. 

რუსული პირდაპირი ინვესტიციები: პიკი იყო 2014 წელს, როდესც რუსეთიდან 88 მილიონი დოლარი შემოვიდა. ეს ციფრი 2016 წელს 28-მდე ჩამოვარდა, შემდეგ იყო მცირედი მატება და 2019 წელს საქართველოში რუსეთიდან სულ 54 მილიონიანი ინვესტიცია შემოვიდა.

ინვესტიციების მსგავსად რუსეთიდან წლების მანძილზე შემცირდა ფულადი გზავნილებიც. 

  • თუკი 2012 წელს ქვეყანაში რუსეთიდან 748 მილიონი დოლარი შემოდიოდა, ფულადი გზავნილები ოკუპანტი ქვეყნიდან 2019 წელს 429 მილიონამდე შემცირდა.

ამ ყველაფრის ფონზე საქართველოს ხელისუფლებამ უარი თქვა დასავლურ ინვესტიციებზე - ანაკლიის პორტის აშენებაზე.

 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი