100 ლარი ერთი ხმის სანაცვლოდ - მმართველი ძალა დმანისში, ოპოზიციის ოფისების დარბევის შემდეგ, უკვე მოსყიდვაზე გადავიდა. "მთავარ არხთან" ერთ-ერთი ამომრჩეველი ამბობს, რომ მმართველი პარტიიდან დაუკავშირდნენ, 41-ის შემოხაზვა მოსთხოვეს და სანაცვლოდ 100 ლარს დაპირდნენ.
ამომრჩეველი, რომელიც ვინაობის დასახელებისაგან თავს იკავებს, ამბობს, რომ ქართული ოცნების წარმომადგენლები მასა და მის ოჯახს წინა არჩევნების დროსაც ემუქრებოდნენ, რადგან ისინი ოპოზიციის მხარდამჭერები არიან.