საქართველოს საგარეო ვაჭრობა 15%-ით შემცირდა - საქსტატი

გამოქვეყნდა:

საქართველოს საგარეო ვაჭრობა 1.6-ჯერ - 14,9 %-ით შემცირდა. მონაცემებს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.

საქსტატის ანგარიშის მიხედვით, 2020 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა, გასულ წელთან შედარებით, თითქმის განახევრდა და 8.121.0 მილიონი აშშ დოლარი გახდა.

საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა საქართველოდან საექსპორტოდ სხვა ქვეყნებში გატანილი და სხვა ქვეყნებიდან შემოტანილი- იმპორტირებული საქონლის ჯამური ღირებულებაა.

საქსტატის თანახად, 2020 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოდან საქონლის ექსპორტმა, წინა წელთან შედარებით, მკვეთრად დაიკლო და 12%-ით შემცირდა. საქართველოში საქონლის იმპორტიც, შარშანდელთან შედარებით, წელს ორჯერ შემცირდა და ათიდან - ხუთ მილიონ აშშ-დოლარამდე ჩამოვიდა. 

ასევე, საქსტატის მონაცემებით, საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა,  მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში 3314.1 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც ბოლო ხუთი წლის მანძილზე დაფიქსირებული ყველაზე მაღალი მონაცემია.

უარყოფითი სავაჭრო ბალანსი, იმპორტსა და ექსპორტს შორის სხვაობით მიიღება და ნიშნავს, რომ საქართველოში უფრო მეტი იმპორტირებული ნაწარმი შემოდის, ვიდრე ქვეყნიდან ქართული ნაწარმი საექსპორტოდ  გადის, ანუ საქართველო მოხმარებაზე ორიენტირებული ქვეყანაა, ეს კი ეკონომიკურ სტაბილურობას საფრთხეს უქმნის.

ეკონომისტების აზრით, ვაჭრობის შემცირებას ახალი კორონავირუსის პრევენციისთვის დაწესებული შეზღუდვები იწვევს. 

"ვაჭრობის შემცირებას ახალი კორონავირუსის პრევენციისთვის დაწესებული შეზღუდვები იწვევს, რაც ხალხს და ეკონომიკას დააკლდება. იმპორტის შემცირება კი, ნიშნავს რომ საქართველოდან ნაკლები ფული გავა უცხოეთში, რაც საბოლოოდ ლარის კურსზე და შესაბამისად ეკონომიკაზე უარყოფითად აისახება", - ამბობს ეკონომისტი ბესო ნამჩავაძე "მთავართან" საუბარში. 

ავტორი: მარიტა ნარსია

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი