ევროპის მიმართულებით პირდაპირი ფრენები თბილისიდან და ქუთაისიდან ნოემბრიდან ეტაპობრივად აღდგება

გამოქვეყნდა:

პრემიერმინისტრი ამბობს, რომ ევროპის მიმართულებით პირდაპირი ფრენები თბილისიდან და ქუთაისიდან ნოემბრიდან ეტაპობრივად აღდგება.

როგორც მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, პირველ ეტაპზე, ოქტომბრის ბოლოდან იგეგმება არსებული მიმართულებებით რეისების დამატება.

პირველი ნაბიჯი იქნება, ოქტომბრის ბოლოდან არსებულ რეისებზე ფრენების დამატება. ეს გახლავთ პარიზის და მიუნხენის მიმართულებით....შემდგომ უკვე, ნოემბერში, ეტაპობრივად პირდაპირი რეისები გაიხსნება, როგორც თბილისიდან, ასევე ქუთაისიდან ევროპის მიმართულებით. ამას იმიტომ ვაკეთებთ, რომ მოქალაქეებს შესაძლებლობა მივცეთ უფრო და უფრო მარტივად მოხდეს მათი დასაქმება“- ამბობს გახარია

საქართველოს ცის გახსნა რამდენჯერმე გადაიდო. ბოლო გადაწყვეტილებით კი საერთაშორისო რეგულარულ ფრენები 1-ელ ნოემბერს უნდა აღდგეს.

რეგულარული ფრენები ქვეყანაში გაზაფხულზე,  კორონავირუსის გავრცელების შემდეგ შეწყდა.

თავდაპირველი ინფორმაციით, საქართველოს ცა მაისის ბოლოდან უნდა გახსნილიყო. ამის შემდეგ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს მიმართულებით საერთაშორისო ფრენები 1 ივლისიდან უნდა განახლებულიყო, თუმცა მთავრობის გადაწყვეტილებით ეს თარიღი კიდევ ერთი თვით, პირველ აგვისტომდე გადავადდა.

ამის შემდეგ, სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ფრენების დაწყების თარიღად ჯერ 1-ელი სექტემბერი, შემდეგ კი 1-ლი ოქტომბერი დაასახელა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი