ოპოზიცია საკოორდინაციო საბჭოს სხდომებზე - არასამთავრობოების ინიციატივა და პრემიერის პასუხი

გამოქვეყნდა:

არასამთავრობო სექტორი, საკოორდინაციო საბჭოს სხდომებზე ოპოზიციის დასწრებას ითხოვს. ისინი ამბობენ, რომ იმისთვის, რომ საზოგადოებამ რეგულარულად დაინახოს ის სურათი, რაც დღეს ეპიდვითარების კუთხით ქვეყანაშია. ეკა გიგაური ამბობს, რომ მოსახლეობამ უნდა იცოდეს, მართლაც უსაფრთხოა თუ არა 31 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნების ჩატარება:

გიგაური ამბობს, რომ თუ პანდემია უმართავი გახდება, მაშინ შესაძლებელია, არჩევნები გადაიდოს, რადგან ადამიანების ჯანმრთელობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე არჩევნები.

მისივე თქმით, საბჭოს სხდომებს სახალხო დამცველიც უნდა ესწრებოდეს

„იმ შემთხვევაში თუ არჩევნები იქნება საფუძველი იმისა, რომ კიდე უფრო გავრცელდეს ვირუსი, რა თქმა უნდა, ეკონომიკის ჩაკეტვას ჯობია, არჩევნების გადადება მოხდეს, თუმცა ამ საკითხთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია, გვქონდეს კონსესუსი. სწორედ ამიტომ, არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ამ დისკუსიაში ჩაერთონ პოლიტიკური პარტიები, რა თქმა უნდა, ოპოზიციური პარტიები უნდა იყვნენ წარმოდგენილები კრიზისების საბჭოზე“ - ამბობს ეკა გიგაური.

გიგაურის ინიციატივას არასამთავრობო სექტორში იზიარებენ და ეთანხმებიან. „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიული საზოგადოების“ აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, რომ ასეთ დროს ოპოზიციის აზრიც გათვალისწინებული უნდა იყოს:

„მნიშვნელოვანია პოლიტიკური პარტიების პოზიციაც, ამ შემთხვევაში და მათი დამოკიდებულება და ასევე მნიშვნელოვანია, რომ მათ ჰქონდეს შესაბამისი კონსულტაცია, საკოორდინაციო საბჭოსგან, მიიღონ ინფორმაცია რამდენად მიზანშეწონილია, ამ შემთხვევაში, არჩევნების ჩატარება“-ელენე ნიჟარაძე.

არჩევნები არ გადაიდება - ამბობს საქართველოს პრემიერმინისტრი და ოპოზიციის მონაწილეობის ინიციატივას საკოორდინაციო საბჭოს სხდომებში პოლიტიკურ მანიპულაციას უწოდებს:

„სამწუხაროდ, ამ საკმაოდ ტოქსიურ, წინასაარჩევნო პირობებში, ნებისმიერი თემა არის გამოყენებული, პოლიტიკური სპეკულირებისთვის. ჩვენ უბრალოდ ამისთვის არ გვცალია“- ამბობს გიორგი გახარია.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი