გაერთიანებულ ოპოზიციას ომის ვეტარანები შეუერთდნენ. 200 ვეტერანი ოპოზიციურ გაერთიანებას და გენერალ დევი ჭანკოტაძეს მხარდაჭერას უცხადებს და ქვეყანაში ცვლილებების საჭირებაზე საუბრობს.
ღონისძება, რომელსაც დღეს სამხედროები ესწრებოდნენ მიხეილ სააკაშვილს საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში შედგა. ვეტერანები ამბობენ, რომ გაერთიანების მთავარი მიზანი ოლიგარქის წინააღმდეგ ბრძოლა და 2020 წლის არჩევნებზე ყველა ხმის დაცვაა.
ორასივე ომის ვეტერანმა საარჩევნო აკრედიტაცია უკვე გაიარა და ისინი გადამწყვეტ არჩევნებს ქვეყნის მასშტაბით ყველა უბანზე დააკვირდებიან.