არჩევნების გასაყალბებლად ზუგდუდში მისამართებზე არარსებულ ამომრჩევლებს წერენ - ევროპული საქართველო

გამოქვეყნდა:

ზუგდიდის 67-ე საოლქო კომისიაში "ევროპული საქართველოს" წევრის, ბესიკ დონაძის ინფორმაციით, "ოცნების" მხარდამჭერების ოჯახებში ამომრჩევლებს სხვა რაიონებიდან წერენ. ოპოზიციის წარმომადგენლის თქმით, ეს "ოცნების" მხარდამჭერებს არჩევნებში მეორედ მონაწილეობის მიღების შესაძლებლობას მისცემს.

"19 ადამიანია მისმართზე რეგისტრირებული, რომლებსაც მესაკუთრის ნება არ აქვთ. იუსტიციის სამინისტრომ ეს ადამიანები უნდა ამოიღოს სიიდან და კონკრეტულად ამ უბნიდან. მისამართებზე არარსებული ამომრჩევლების მიწერა არის გაყალბების ერთ-ერთი მეთოდი", - თქვა ბესიკ დონაძემ.

ბესიკ დონაძის განცხადებით, მმართველი პარტია ამ მეთოდით ზუგდიდში  27 ათასი ხმის მობილიზებას, შესაბამისად, ამდენივე ხმის გაყალბებას შეეცდება. "ევროპული საქართველო" ფაქტის გასაჩივრებას საოლქო კომისიაში და პროკურატურაში გეგმავს.

ავტორი: ემა გოგოხია.

ახალგაზრდების პროტესტი | მთავარის საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი