ბათუმელები "ივანიშვილიზმის" დასრულებას ელოდებიან - არმაზ ახვლედიანი

გამოქვეყნდა:

"ევროპული საქართველოს" ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატი, არმაზ ახვლედიანი, ბათუმში, აღმაშენებლის დასახლებაში, ადგილობრივებს შეხვდა. დეპუტატობის კანდიდატმა ამომრჩევლის პრობლემები მოისმინა და მათ "ევროპული საქართველოს" გარდამტეხი ცვლილებების გეგმა გააცნო.

არმაზ ახვლედიანის თქმით, ბათუმში "ივანიშვილიზმის" დასრულებას და 31 ოქტომბერიდან ქვეყნისთვის ახალი ეტაპის დაწყებას ყველა ელოდება. 

"ბათუმელები არიან იმედიანა, თავდაჯერებულები არიან იმ საკითხშიც, რომ 31 ოქტომბერს ბათუმშიც, აჭარაშიც და მთელ საქართველოშიც ვასრულებთ ივანიშვილიზმს, როგორც ანომალიურ მოვლენას და ვიწყებთ რეფორმებს, შეუქცევადს, რომელთაც მიზანია განვითარებული ბათუმი და საქართველო", - თქვა არმაზ ახვლედიანმა ამომრჩეველთან შეხვედრაზე. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი