თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ინფეცქიური პათოლოგიებისა და შიდსის ცენტრის ბოქსირებული განყოფილების დირექტორის, მარინა ენდელაძის თქმით, დღეს, 16 ოქტომბერს, საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილი 11 პაციენტი რეგონების მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება.
11 გარდაცვლილი პაციენტიდან თბილისში გახლავთ 5 გარდაცვლილი, ბათუმში არის 3, 2 იმერეთში და 1 გორში, - თქვა მარინა ენდელაძემ.
შეგახსენებთ, რომ გასულ 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 887 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელა 246 ადამიანი, ხოლო 11 კი გარდაიცვალა.
ყველაზე მეტი 342 ახალი შემთხვევა აჭარაში დადასტურდა 227 კი თბილისში.
ბოლო მონაცემებით საქართველოში:
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.
ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 38 მილიონს გადააჭარბა, მათგან გამოჯანმრთელდა, თითქმის, 29 მილიონი ადამიანი და გარდაიცვალა 1 მილიონზე მეტი.