მთავრობა უნივერსიტეტში სწავლის განახლებით პოლიტიკური ქულების ჩაწერას ცდილობს - ხატია დეკანოიძე

გამოქვეყნდა:

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ისნის მაჟორიტარობის კანდიდატის, ხატია დეკანოიძის თქმით, მთავრობა მზარდი კორონავირუსის სტატისტიკის პირობებში უნივერსიტეტებში სწავლას იმიტომ ანახლებს, რომ ამით რეგიონებიდან ჩამოსული სტუდენტებს ხმის მიცემა გაურთულოს. ამ თემაზე დეკანოიძემ სპეციალური ბრიფინგი გამართა.

ერთი მაგალითი თუ როგორ იყენებს ხელისუფლება პოლიტიკური ქულების ჩასაწერად არსებულ ეპიდსიტუაციას არის მაგალითად ის, რომ მთავრობის გადწყვეტილებით, უნივერსიტეტბში კონტაქტურ სწავლაზე უნდა დაბრუნდნენ სტუდენტები. ამას აქვს მხოლოდ ერთი ახსნა, და ეს ახსნა მდომარეობს იმაში, რომ სტუდენტები, რომლებიც ცხოვრობენ რეგიონში, ვინც აქამდე დისტანციურ სწაველებაზე იყვნენ, ჩამოვიდნენ თბილისში და ვერ მისცენ ხმა რეგიონში. თბილისში რამდენიმე დღით ადრე ჩამოსული სტუდენტისთვის ძალიან რთული იქნება გადაადგილება გამომდინარე იმ სიტუაციიდან, რომელიც ქვეყანაშია, - თქვა ხატია დეკანოიძემ.

დეკანოიძის თქმით, ხელისუფლება მხოლოდ იმას ცდილობს, რომ მოქალაქეები საარჩევნო უბნებს მოწყვიტონ და სიტუაცია სათავისოდ გამოიყენოს. დეკანოიძის თქმით, ყველას უნდა ახსოვდეს, რომ ეს ხალისულფება 31 ოქტომბერს უნდა შეიცვალოს გუნდით, რომელიც ქვეყანას კრიზისიდან გამოიყვანს. მისი თქმით, ყველა მოქალაქე არჩევნებზე ნორმების დაცვით და უდიდესი სიფრთხილით უნდა მივიდეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი