"ოცნების" ყოფილი წვერი და "ლელოს" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლევან კობერიძე პარლამენტის არჩევნების გადადების საკითხზე მსჯელობისკენ მოუწოდებს. როგორც კობერიძე განმარტავს, მიზეზი გაზრდილი კოვიდმაჩვენებელია. მისი თქმით, თუ ხელისუფლება არჩევნების თარიღის გადადებას არ აპირებს, მაშინ საზოგადოებას უსაფრთხოების გარენტიები უნდა მისცეს. 

ვითხოვ, რომ პარლამენტში იყოს საჯარო მსჯელობა შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით, პროგნოზებთან დაკავშირებით, მათ შორის იმასთან დაკავშირებით, არჩევნების ჩატარება არის თუ არა შესაძლებელი უსაფრთხო გარემოში, რომ ამაში საზოგადოება დარწმუნდეს ან იქ იყოს განხილვა, როგორ შევძლებთ ჩვენ ყველანი ერთად არჩევნების დღისთვის დაცვას ჩვენი  ამომრჩევლის და ჩვენი მოსახლეობის მკაფიოდ იყოს იქ განსაზღვრული, რომ შეიძლება იქ თუ არა საქართველოში არჩევნები ჩატარდეს, ისეთ ვითარებაში სადაც უზრუნველყოფილი იქნება მოსახლეობის მოსვლა არჩევნებზე, რადგან დაშინებული მოსახლეობა პირველ რიგში აწყობს ხელისუფლებას. მათ აწყობთ, რომ რაც შეიძლება ცოტა ხალხი მოვიდეს არჩევნებზე, - ამბობს ლევან კობერიძე

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ მხარს დაუჭერს პარლამენტს საგანგებო მოწვევას, რომ იმსჯელონ არჩევნების შესახებ. 

"ევროპულის საქართველოს" წევრის დავით ბაქრაძის თქმით, ახლა მთავარი ამოცანაა, რაც შეიძლება მალე გაისტუმრონ "ოცნების" ხელისუფლება. 

შეგახსენებთ, რომ საარჩევნო სისტემის ცვლილების შემდეგ, არჩევნები წელს 120/30-ზე სისტემით ჩატარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ იქნება 30 მაჟორიტარული წესით (22 რეგიონებში, 8 - თბილისში) და 120 პროპორციული სიით არჩეული დეპუტატი.

საკონსტიტუციო ცვლილებები პარლამენტმა 117 ხმით 3-ის წინააღმდეგ, 29 ივნისს დაამტკიცა. ცვლილებათა პროექტი გულისხმობს ე.წ. 40%-იან ჩამკეტ მექანიზმსაც. პარტია, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პროპორციული სისტემით 40.54%-ზე ნაკლებ მხარდაჭერას მიიღებს, მთავრობას დამოუკიდებლად ვერ დააკომპლექტებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი