"შემოიარე საქართველო" - გაერთიანებული ოპოზიციის წევრებმა კახეტში შეხვედრები დედოფლისწყაროში დაასრულეს.
ოპოზიციის ლიდერებმა დღევანდელი დღე შეაჯამეს და მხარდამჭერებს საარჩევნო სტრატეგია და ამოცანები კიდევ ერთხელ წარუდგინეს. სხვების მსგავსად, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტშიც, მთავარ მოუგვარებელ პრობლემებად ადგილობრივები სასმელ წყალს, უმუშევრობა, გახშირებულ კრიმინალს და ხელისუფლების მხრიდან სოციალური პრობლემებისადმი გულგრილობას ასახელებენ.
დედოფლისწყაროელებს "სკაიპით" საქართველოს მესამე პრეზიდენტი და გაერთიანებული ოპოზიციის პრემიერობის კანდიდატი, მიხეილ სააკაშვილი ჩაერთო. მიხეილ სააკაშვილმა შეხვედრის მონაწილეებს აქტიურობისკენ მოუწოდა.