მარნეულის ინციდენტის დროს ნაცემი ქველაძე დამნაშავეების დაკავებას დღესაც ითხოვს

გამოქვეყნდა:

მარნეულში, ქართული ოცნების წევრების მხრიდან, ძალადობისას დაზარალებული ლაშა და გივი ქველაძეები საქმის მასალების გადაცემას ითხოვენ.

დაზარალებულებმა მარნეულის პოლიციაში  პლატფორმა 2020-თან და ცენტრ ემპათიასთან ერთად განცხადება დღეს შეიტანეს.

"თავდასხმის შემდეგ 20 დღე გავიდა და არავინ არ არის დაკავებული, როგორც ჩანს ხელისუფლება ძალადობას ახალისებს, გვინდა გავეცნოთ საქმის მასალებს და მოვითხოვთ ამ ადამიანების დასჯას, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი იგივეს განაგრძნობენ, ჩემი თავდასხმიდან 3 დღის მერე კიდევ ერთი მოქალაქე ცემეს, ისევ ქართული ოცნების შტაბის გვერდით." - ამბობს დაზარალებული ლაშა ქველაძე.

იურისტები გამოძიებაში არსებულ ხარვეზებზე საუბრობენ და ყურადღებას ქართული ოცნების მხრიდან ძალადობის წახალისებაზე ამახვილებენ.

სამსახურში არ დაგვხვდა არცერთი გამომძიებელი, რომელსაც ევალება გამოიძიოს სისხლის სამართლის დარღვევები. მარნეულის მუნიციპალიტეტის პოლიციაში ტოტალური უსაქმურობა სუფევს, რაც პოტენციურ დამნაშავეებს ახალი დანაშაულებისკენ აქეზებს. - ამბობს ქველაძეების საქმის ადვოკატი.

იურისტები სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს და სახალხო დამცველს საქმით დაინტერესებისკენ მოუწოდებენ. მათი თქმით პოლიცია დანაშაულს როგორც ჟურნალისტზე ძალადობის, ისე ქველაძეების ცემის დროს ესწრებოდა. 

ცნობისთვის, დაზარალებული ლაშა ქველაძე გამოძიებამ ბრალდებულად თავადვე ცნო და გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

შეგახსენებთ, ლაშა და გივი ქველაძეებს მარნეულში ქართული ოცნების წევრები ფიზიკურად 29 სექტემბერს გაუსწორდნენ.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი