კიდევ ერთი დაპირისპირება მარნეულში - "ოცნების" მხარდამჭერები ლაშა ქველაძეს ფიზიკურად გაუსწორნენ

გამოქვეყნდა:

მარნეულში მდგომარეობა კიდევ ერთხელ დაიძაბა. "ქართული ოცნების" მხარდამჭერები "ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებსა და საოლქო კომისიის წევრს, ლაშა ქველაძეს თავს აქციის გამართვის შემდეგ დაესხნენ. 

ადგილიდან "მთავარი არხის" ჟურნალისტი იწყება, რომ ლაშა ქველაძე დაახლოებით 10-მდე ადამიანი დაესხა თავს. ისინი მას ფიზიკურად გაუსწორნენ, ქველაძემ დაზიანებები სახის არეში მიიღო და ამ წუთებში ის სასწრაფო დახმარებას საავადმყოფოში გადაჰყავს.

დამტვრეულია მისი კუთვნილი მანქანაც.

არსებული ინფორმაციით, ფიზიკურად მანქანაში მსხდომ 3 ადამიანს გაუსწორდნენ და თავმდამსხმელებს შორის საკრებულოს წევრი, ამირან გიორგაძე იყო.

ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცავები.

მარნეულში ვითარება რამდენიმე საათის წინაც დაძაბული იყო."ენმ"-სა და "ოცნების" წარმომადგენლები ერთმანეთს ფიზიკურადაც დაუპირისპირდნენ, ამის მიზეზი კი საოლქო კომისიის წევრების არჩევა გახდა. ოპოზიცია ხელისუფლებას კომისიების საკუთარი წევრებით დაკომპლექტებაში სდებს ბრალს.

მომხდარს ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა და ტრადიციულად ყველაფერში ოპოზიცია დაადანაშაულა. მისი თქმით, "ენმ"-ს წევრმა კომისიის წარმომადგენელს პერანგი შემოახია.

აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამაც და აღნიშნა, რომ ადგილზე საოლქო კომისიის წევრს სცემეს, არაუფლებამოსილი პირები კი კომისიაში შეჭერას ცდილობდნენ.  ცესკო გავრცელებულ ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ გმობს ძალადობასა და საოლქო საარჩევნო კომისიაზე ზეწოლის მცდელობას.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი