ზურა გირჩი ჯაფარიძე შსს-ს მიმართავს- ჩვენს შტაბში თქვენი უწყების ფორმაში გამოწყობილი ხალხი შევარდა

გამოქვეყნდა:

"გირჩის" ლიდერი, მაჟორიტარობის კანდიდატი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე შსს-ს Facebook-ით მიმართავს და დახმარებას სთხოვს. მისი თქმით, "გირჩის" შტაბში შსს-ს ფორმაში გამოწყობილი პირები საარჩევნო აგიტაციაში ხელს უშლიან.

"რამდენიმე კვირაა Sakhelosno BAR -ში ფუნქციონირებს გირჩის შტაბი.ამ წუთებში ჩვენს შტაბში შევარდნილი არიან თქვენი უწყების ფორმაში გამოწყობილი ხალხი და ხელს უშლიან გირჩის აქტივისტებს აგიტაციის ჩატარებაში

იქნებ დაუყოვნელივ გაარკვიოთ ვინ არიან ეს ხალხი? თუ თქვენი უწყების თანამშრომლები არიან, იქნებ სასწრაფოდ აუხსნათ რომ მათ არ აქვთ უფლება ხელი შეგვიშალონ წინასაარჩევნო კამპანიაში. თუ თვითმარქვიები არიან და ჩვენს პროვოცირებას ცდილობენ, იქნებ დაგვეხმაროთ მათი იქიდან მშვიდობიანად გაყვანაში, წერს ზურაბ გირჩი ჯაფარიძე.

"გირჩის" პრესამსახურის ინფორმაციით, ბარში, სადაც წიანსაარჩენვო კამპანიას ატარებენ პოლიცია და ჯანდაცვის ინსპექციაა მისული. 

შეგახსენებთ, საქართფველოში საპარლამენტო არჩევნები 2020 წლის 31 ოქტომბერს ჩაინიშნა, პარტიები და პოლიტიკური გაერთიანებები წინასაარჩევნო აგიტაციის ბოლო ფაზაში გადადიან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი