აშკარად ორი ვირუსი გვაქვს დასაძლევი - კალაძე ბათუმში ენმ-ის აქციაზე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" გენერალური მდივანის, კახი კალაძის განცხადებით, ხელისუფლებას "აშკარად ორი ვირუსი აქვს დასაძლევი". ამ ფორმით გამეოხმაურა თბილისის მერი გუშინ, 16 ოქტომბერს, ბათუმში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ გამართულ ხალხმრავალ აქციას.

"როგორ იქნება რომელიმე პოლიტიკური დაჯგუფება პასუხისმგებელი მთელ ქვეყანაზე, როცა ერთი მიტინგის დროსაც კი ეს ‘’ფეხებზე ჰკიდიათ"? პოლიტიკაში შემთხვევით არაფერი ხდება, ყველაფერი დაგეგმილია, მიზანი გააზრებული, შედეგები გათვლილი....დასკვნები თავად გამოიტანეთ იმაზე, რაც დღეს ბათუმში მოხდა და როგორც ჩატარდა შეხვედრა. აშკარად ორი ვირუსი გვაქვს დასაძლევი", - წერს კახი კალაძე.

შეგახსენებთ, რომ ბათუმის ბულვარში 16 ოქტომბერს გაერთიანებულმა ოპოზიციამ "ძალა ერთობაშიამ" აქცია გამართა, სადაც მაჟორიტარობის კანდიდატი წარადგინეს. აქციაზე შეკრებილ მოქალაქეებს პარტიამ საარჩევნო პროგრმაც გააცნო. გაერთიანებული ოპოზიციის მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენისას ბათუშმი შეკრებულ მოსახლეობას საქართველოს მესამე პრეზიდენტმაც მიმართა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი