COVID-19-ის ახალი შემთხვევებიდან 397 თბილისიდანაა, 232 - იმერეთიდან, 226 - აჭარიდან

გამოქვეყნდა:

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ინფეცქიური პათოლოგიებისა და შიდსის ცენტრის ბოქსირებული განყოფილების უფროსის, მარინა ენდელაძის, თქმით, დღეს, 17 ოქტომბერს, რეკორდულად მაღალი - 958 ახალი შემთხვევიდან 397 თბილისიდანაა, 232 იმერეთიდან, 226 კი აჭარიდან. 

დღევანდელი კოვიდშემთხვევების რეგიონული განაწილება სრულად ასეთია (აგრეთვე, შეგიძლიათ ნახოთ მათი შედარება გუშინდელ მონაცემებთან):

  • თბილისი - 397 (გუშინ 277)
  • იმერეთი - 232 (გუშინ 198)
  • აჭარა - 226 (გუშინ 342)
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი - 27 (გუშინ 22)
  • ქვემო ქართლი - 20 (გუშინ 3)
  • მცხეთა-მთიანეთი - 15 (გუშინ 10)
  • შიდა ქართლი - 14 (გუშინ 12)
  • კახეთი - 13 (გუშინ 7)
  • სამცხე-ჯავახეთი - 8 (გუშინ 3)
  • გურია - 6 (გუშინ 11)

ცნობისთვის, მარინა ენდელაძის თქმით, აქტიური შემთხვევებიდან 70-ზე მეტი პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. 

აქვე გეტყვით, რომ ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 958 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 214 ადამიანი, 4 კი გარდაიცვალა.

ბოლო მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსით ინფიცირებულია - 16285
  • გამოჯანმრთელებულია - 7827
  • მათ შორის გარდაცვლილია - 128;
  • კარანტინის რეჟიმში რჩება - 5900
  • კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები - 1388
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 836, მათ შორის საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია - 41 პაციენტი.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 39 მილიონს გადააჭარბა, მათგან გამოჯანმრთელდა, თითქმის, 30 მილიონი ადამიანი და გარდაიცვალა 1 მილიონზე მეტი.

ვითარება რუსთაველის გამზირზე | "მთავარის" სპეცეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი