"ოცნების" აგიტატორები მოქალაქეების ხმების მოპოვებას შანტაჟით და მუქარით ცდილობენ

გამოქვეყნდა:

არჩევნებამდე ზუსტად 14 დღით ადრე "ქართული ოცნების" კოორდინატორები ხმების მობილიზებას შანტაჟისა და მუქარის ფონზე ცდილობენ. მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა იმ ოჯახებში, რომელთა წევრები საჯარო სამსახურებში მუშაობენ. ასეთ შემთხვევაში კოორდინატორები მათ ემუქრებიან, რომ თუ 31 ოქტომბერს მხარს მმართველ გუნდს არ დაუჭერენ ისინი სამსახურს დაკარგავენ.

წყარო "მთავარ არხს" უყვება, რომ გლდანის მერვე მიკროს 52-ე საარჩევნო უბნის წარმომადგენელი ღიად ძალადობს და ემუქრება მეზობლებს, რომ ხმა "ქართულ ოცნებას" მისცენ.

"რამდენიმე მეზობელი არის, 2-3 ვინც მე პირადად ვიცი, ოცნების აგიტატორები, რომლებიც რაღაც სიებს აკეთებენ სამეზობლოში, ვინ აძლევ 41-ს ხმას, ვინ არ აძლევს. ერთ-ერთმა მამაჩემს გამოკითხა სად მუშაობენ ოჯახის წევრები და უთხრა, რომ 41-ს თუ არ შემოხაზავთ პრობლემები არ შეგექმნათ, რავიცი გიღირთო?!, - ამბობს წყარო.

 თავად საუბნო კომისიის წევრმა "მთავარ არხთან" საუბარი არ ისურვა.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი