რეაბილიტაციის ფარგლებში, გელათის მონასტერს თუნუქის ფილებით ხურავენ. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის მერობის კანდიდატის, გიგა შუშანიას, თქმით, თუნუქის ფირფიტებით ტაძრის გადახურვა მონასტერში ტენიანობის ზრდასა და, შესაბამისად, ფრესკების დაზიანებას შეუწყობს ხელს. ტაძარში არსებულ მძიმე და კრიზისულ პრობლემებზე სინოდის წევრებიც საუბრობენ.
"ეს არის ნათლი სახელი "ქართული ოცნებისა", როდესაც დავკარგეთ 7 წელი, გავფლანგეთ და კონკერტულმა ჩინოვნიკებმა ჯიბეში ჩაიდო მილიონობით ლარი და გელათი დღეს ამ დღეშია, ეს არის დანაშაული", - ამბობს შუშანია.
ამ თემას გამოეხმაურა, "ერთიანი ნაცინალური მოძრაობის" მაჟორიტარობის კანდიდატი, ხატია დეკანოიძე, რომელმაც ხელისულფლება მავნებლობაში დაადნაშაულა.
"გელათს 7 წლიანი გაპრტახების შემდეგ - თუთიის პრიალა მასალით ხურავენ.. უბოროტესი მავნებლები..," - წერს ხატია დეკანოიძე.
ცნობისთვის, გელათის მონასტერში უკვე 7 წელია რეაბილიტაცია მიმდინარეობს. მე-12 საუკუნის ტაძარის ერთ ნაწილში სახურავიდან წყალი ჩადის და უნიკალურ ფრესკებს თანდათან ანადგურებს.
(ფოტოს ავტორი: თორნიკე ბარათაშვილი)