მე-12 საუკუნის ტაძარში სავალალო მდგომარეობაა. მონასტრის ერთ ნაწილში სახურავიდან წყალი ჩადის და უნიკალურ ფრესკებს თანდათან ანადგურებს. ქართული კულტურის უმნიშვნელოვანესი ძეგლის მძიმე მდგომარეობას ადასტურებს კვლევაც. საერთაშორისო საბჭოს ეროვნული კომიტეტის დოკუმენტში პირდაპირ წერია, რომ არასათანადოდ და უხარისხოდ ჩატარებული სამუშაოების გამო, დღეს გელათში არსებულ მდგოამრეობაზე პასუხისმგებლობა სახელმწიფომ უნდა აიღოს.
მეუფე იოანეს გელათის სამონასტრო კოპლექსზე საუბარი მობეზრდა.
დროებითი გადახურვის სამუშაოები დათქმულ დროს ვერ დასრულდა და ტაძარში ჩასულმა წყალმა უნიკალური ფრესკების ნაწილი დააზიანა. მოჭიქული კრამიტების დაბზარვისა და ჩამოცვენის გამო, ტაძარს რამდენიმე თვის წინ ლურჯი ტენტი გადააფარეს, მაგრამ რა თქმა უნდა, ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.
ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის გუმბათის ნაწილი მხოლოდ 7 თვის შემდეგ გადაიხურა, ცალკეული ნაწილების დაფარვა ისევ მომავლისთვისაა დაგეგმილი.
შემსრულებელ კომპანიას სრული გადახურვისთვის ვადა ახლა 25 ოქტომბრამდე აქვს. ეროვნული სააგენტოს ოფიცილურ განცხადებაში წერია, რომ თუ შეთანხმება კიდევ ერთხელ დაირღვა კომპანია დაჯარიმდება.