სოფელ ახალუბანში "ოცნებისა" და "ევროპული საქართველოს" მხარდამჭერებს შორის დაპირისპირება იყო

გამოქვეყნდა:

არჩევნებამდე ორი კვირით ადრე შიდა ქართლში, სოფელ ახალუბანში "ქართული ოცნებისა" და "ევროპული საქართველოს" წარმომადგენლებს შორის დაპირისპირება მოხდა. პარტიები მომხდარში ერთმანეთს ადანაშაულებენ.

"ქართული ოცნების" ადგილობრივი ორგანიზაციის გენერალური მდივანი, მიხეილ გოგინაშვილი აცხადებს, რომ "ერვოპულმა საქართველომ" სოფელ ახალუბანში პროვოკაცია მოაწყო და ადგილორბივი მოსახლეობა ცეცხლსასროლი იარაღით შეაშინა. ამ განცხადებას მალევე მოჰყვა გამომაურება "ევროპული საქართვრლოს" ადგილობრივ ოფისში - ეთერ ჯალაღანია აცხადებს, რომ მათ "ქართული ოცნების" აქტივისტები დაუპირსპირდნენ და ფიზიკური დაპირსპირება მიაყენეს. ჯალაღანია მომხდარზე პასუხისმგებლობას მმართველ გუნდს აკისრებს.

სოფელ ახალუბნის ცენტრში მოხდა ინციდენტი, რომელიც "ევროპული საქართველოს" მიერ იყო პროვოცირებული. სოფლის ცენტრში, რამდენიმე მანქანით ასული ამ მოძალადე პოლიტიკური ძალის წარმომადგენლებმა ქართული ოცნების პლაკატების ჩამოხევა და საკუთარი პლაკატების გაკვრა სცადეს რაც ადგილობრივმა მოსახლეობამ გააპროტესტა, შედეგად მათი ერთ-ერთი წარმოამდგენელი ცეცხლსასროლი იარაღით დაემუქრა ადგილობრივს, - თქვა "ქართული ოცნების" გორის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, მიხეილ გოგინაშვილმა.

გოგინაშვილმა შესაბამის ორგანოებს გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდა. იგივე მოწოდება გააკეთეს "ევროპულ საქართველოშიც".

მე მართლა დავინახე იქ იარაღი, ეს იყო ერთადერთი ქვები, რომლითაც გამოიწიეს ქალებზე და ჩაქოლვას გვიპირებდნენ. მე მოგაწოდებთ პირადად კადრებს, სადაც ჩვენ პლაკატებზე თქვენი პლაკატებია გადაკრული. ცოხვრებაში არ აგვიხევია პლაკტები, არც ავხევთ, ნუ ჩაყვებით ხორჯევანიშვილს მიწაში,  - თქვა ეთერ ჯალაღანიამ.

ახალ უბანში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო რაც ძალადობას გულისხმობს.

პროტესტი თბილისის ქუჩებში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი