საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ ბათუმში გამართულ ხალმხრავალ აქციას გამოეხმაურა და თქვა, რომ ხელისუფლება "ურცხვად ცდილობს ხელები დაუცველ ხალხს შეაწმინდოს".
"ნაციონალური მოძრაობის და გაერთიანებული ოპოზიციის გუშინდელი შეკრება ბათუმში იყო მასშტაბური და ამაღელვებელი.დიდი ძალისხმევის მიუხედავად,თითქოს ენმ გაქრა რადარებიდან,პარტიამ რომელმაც შექმნა თანამედროვე ქართული სახელმწიფოებრიობა, ბრუნდება განახლებული რესურსებით.გუშინდელი ხალხმრავალი აქცია გამოხატავდა გამარჯვებული პარტიის სულისკვეთებას.
რაც შეეხება ეპიდემიის გავრცელების საშიშროების დაკავშირებას გუშინდელ აქციასთან,ხელისუფლების უპასუხისმგებლო დამოკიდებულებამ განაპირობა ინფიცირებულების ზრდა.მაშინ,როცა ხალხი ყველაზე მკაცრი აკრძალვებით გამოკეტეს სახლებში,ვალდებულნი იყვნენ ეზრუნათ მეორე ტალღის რისკებზე,რაც არ გააკეთეს და ახლა ურცხვად ცდილობენ დაუცველ ხალხზე ხელების შეწმენდას", - წერს მიხეილ სააკაშვილი.
სააკაშვილი აღნიშნავს, რომ ენმ საარჩევნო კამპანიას გააგრძელებს, თუმცა ყველა რეგულაციის დაცვა მოხდება.
შეგახსენებთ, რომ ბათუმის ბულვარში 16 ოქტომბერს გაერთიანებულმა ოპოზიციამ "ძალა ერთობაშიამ" აქცია გამართა, სადაც მაჟორიტარობის კანდიდატი წარადგინეს. აქციაზე შეკრებილ მოქალაქეებს პარტიამ საარჩევნო პროგრმაც გააცნო. გაერთიანებული ოპოზიციის მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენისას ბათუშმი შეკრებულ მოსახლეობას საქართველოს მესამე პრეზიდენტმაც მიმართა.