უსინათლომ და მცირემხედველმა ადამიანებმა შეიძლება წელს, 2020 წლის 31 ოქტომბერს, არჩევნებში ხმის მიცემის უფლების გარეშე დარჩნენ. საარჩევნო უბნებზე სპეციალური დამხმარე მოწყობილობა ე.წ. ჩარჩოს დამზადება, ცესკოს გადაწყვეტილებით, სავარაუდოდ, აღარ მოხდება.
სტატისტიკური მონაცემებით, საქართველოში, მხედველობის პრობლემა 40 ათასამდე ადამიანს აქვს, მათ შორის, 6 ათასამდე უსინათლოა.
"რამდენჯერმე დამოუკიდებლად მივიღე არჩევნებში მონაწილეობა, ჩარჩოს მეშვეობით, რომელიც არის დამხმარე საშუალება, დღეს ამ უფლების რეალიზაცია ეჭვქვეშ დგას, რადგან არ ვიცით იქნება თუ არა შესაძლებელი, რომ წელსაც, საპარლამენტო არჩევნებში, მივცეთ ხმა ამ ჩარჩოს გამოყენებით და ავირჩიოთ ჩვენთვის სასურველი საარჩევნო სუბიექტი", - ამბობს ერთ-ერთი უსინათლო
უსინათლოები ფიქროებ, რომ თუ მათ არჩევნებში მონაწილოების საშუალება არ ექნებათ ეს მათთვის კონსტიტუციური უფლების წართმევას ნიშნავს.
უსინათლოები ამბობენ, რომ მათთვის მთავარ პრობლემად საჭირო ინფრასტრუქტურის სიმცირე რჩება - პრობლემაა ქუჩაში დამოუკიდებლად გადაადგილება და საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობაც.