შიდა ქართლში დღეს კოვიდინფიცირების 14 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. მათ შორის 4 არასრულწლოვანია და მათგან 3 გორის სასულიერო გიმნაზიის მოსწავლეა.
კორონავირუსი დაუდასტურდა ტელეკომპანა "დიას" ჟურნალისტსაც - ის უკვე გადაყვანილია საკარანტინე სივრცეში, კონტაქტები მოძიებულია, თუმცა ეპიდკვლევა გრძელდება.
შიდა ქართლი კოვიდინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 163-ია. ამ დროისთვის თვითიზოლაციაში 743 პირია გადაყვანილი.
რაც შეეხება მთლიანად ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებას, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 958 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 214 ადამიანი, 4 კი გარდაიცვალა. ყველაზე მეტი, 397 ინფიცირებული, დედაქალაქიდანაა.