ხრეითის მოსახლეობა ტყიდან შეშის გამოტანაზე დაწესებულ აკრძალვას აპროტესტებს

გამოქვეყნდა:

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხრეითის მოსახლეობა ტყიდან შეშის გამოტანის აკრძალვას აპროტესტებს. ადგილობრივების თქმით, ისინი თვეებია ხის მოჭრის ე.წ ბილეთს ელოდებიან, რომელსაც რაიონში მხოლოდ კორუფციითა და ნეპოტიზმით გასცემენ.

"ისევე, როგორც ჭიათურის მოსახლეობის დიდი ნაწილი, ხრეითში მცხოვრები ადამიანებიც ცხადია ელოდებიან გამარჯვებას, იმიტომ, რომ ისინი თვლიან რომ მოატყუეს, გადააგდეს და ამ წლების განმავლობაში შეურაცხყოფა მიაყენეს მაშინ, როდესაც ივანიშვილს ხეები ერთი ადგილიდან მეორეზე გადააქვს და აჩანაგებს ბუნებას, ხრეითელებს შეშა ტყიდან ვერ გამოაქვთ", - ამბობს გიორგი კაპანაძე, "ენმ" საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი. 

ჭიათურაში მოტყუებულმა ამომრჩეველმა საპროტესტო აქცია 7 ოქტომბერსაც გამართა, სადაც ისინი სამუშაო პირობებისა და ხელფასების გაუმჯობესებას მოითხოვდნენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი