ოპოზიციის შეფასებით, "ქართული ოცნება" უპირისპირდება და ემუქრება ყველას, ვისაც გარეჯზე განსხვავებული მოსაზრება გააჩნია. მმართველი გუნდი აკრიტიკებს იმ სასულიერო პირებსაც, რომელთათვის კარტოგრაფების დაპატიმრება ბუნდოვანია და ირაკლი ღარიბაშვილი ამას ზოგიერთი მღვდელმთავრის "ნაციონალურ მოძრაობასთან" კავშირით ხსნის.
"ნებისმიერ ადამიანს, რომელიც სიამრთლის მხარეს დადგება, ემუქრებიან განადგურებით. "ოცნებისთვის" ასეთები აღმოჩნდნენ სასულიერო პირებიც, რომელთათვისაც მიუღებელია კარტოგრაფების დაპატიმრება", - ამბობს რესპუბლიკური პარტიის პოლიტიკური მდივანი, თამარ კორძაია.
გარდა ამისა, ოპოზიციაში ამბობენ, რომ ხელისუფლება, რომელიც ხმას არ იღებს ბორდერიზაციაზე, არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე ვერ გახდება განსაკუთრებული პატრიოტი და გარეჯის გულშემატკივარი.
შეგახსენებთ, რომ გუშინ თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, ერთ-ერთი ინტერვიუს დროს გარეჯის საქმე კიდევ ერთხელ მოიხსენია საზოგადოებრივ ღალატად და თქვა, რომ ის სასულიერო პირები, რომლებიც კარტოგრაფებს უჭერენ მხარს, პირდაპირ არიან დაკავშირებულები "ნაციონალურ მოძრაობასთან".