"ერთიანი ნაცინალური მოძრაობის" ისნის მაჟორიტარობის კანდიდატი, ხატია დეკანოიძე, სოციალურად დაუცველ ოჯახს შეხვდა. ოჯახი ამბობს, რომ მათ მინიჭებული ქულები გაუზარდეს, რის გამოც დახმარება შეუმცირდათ. შვიდ შვილიან ოჯახში დასაქმებული მხოლოდ უფროსი შვილია.
"ვარ მრავალშვილიანი, სოციალურად დაუცველი, ბინა მიდევს ბანკში. ამ მთავრობას მივმართეთ, ბანკის თაობაზე, რომ ბინას ვკარგავთ, მთავრობამ პასუხი გამცა, რომ ჩვენო კერძო ბანკთან კავშირი არ გვაქვს. სააკაშვილის დროს მქონდა დახმარება, სანდრა მეხმრებოდა, თუ ხორცით იყო, თუ პროდუქტით. ის მთავრობა მეხმარებოდა, ამ მთარობის მიმართვა ჩემთვის შეუძლებელია“, - ამბობს სოციალურად დაუცველი
ადგილზე მისულმა ხატია დეკანოიძემ აღნიშნა, რომ ამ ოჯახს ქულა პანდემიამდე ერთი თვით ადრე აუწიეს.
"დაახლოებით პანდემიამდე ერთი თვით ადრე ამ ადაიანებს აუწიეს ქულა და ამ ქულის აწევა სოციალური დახმარების კონტექსტში ნიშნავს იმას რომ ვერანაირად ვერ იყენებენ და ვერ ღებულობენ იმ დახმარებას, რომელიც აუცილებელია, თითოეული ბავშვის გამოსაკვებად. ეს არის მარტივი მაგალითი თუ როგორ იყენებს ქართული ოცნება ადმინისტრაციულ რესურს სოციალური დახარების კუთხით“, - ხატია დეკანოიძე.