არჩევნები გადაიდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეპიდვითარების საგანგებო მდგომარეობა გამოცხადებენ. მიუხედავად იმისა, რომ ეპიდვითარება დღითიდრე უფრო საგანგაშო ხდება, „ქართული ოცნება“ არჩევნების გადადების საჭიროებას ვერ ხედავს, თუმცა, ოპოზიცია ეჭვობს, რომ მმართველ ძალას სწორედ ეს მიზანი აქვს.
არჩევნების გადადებასთან დაკავშირებით კომენტარი კონსტიტუციონალისტებმა გააკეთეს.
ასეთი ტიპის გადაწყვეტილება თუ შეიძლება იქნას ალბათ ეპიდემიური მდგომარეობიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკურ ძალებთან კონსულტაცია დაიწყოს და პოლიტიკური ძალების ჩართულობით მოხდეს ასეთი გადაწყვეტილების მიღება, - ამბობს საკონსტიტუციო სამართლის სპეციალისტი, კოტე ჩოკორაია.
ასევე კონსტიტუციონალისტები ამბობენ, რომ არ შეიძლება არჩევნების გადადება-არგადადების საკითხი პოლიტიკური მიზნებისთვის იყოს გამოყენებული.