ნინო ბურჯანაძემ პარტიის საარჩევნო ოცეული "ევროპის მოედანზე" წარადგინა

გამოქვეყნდა:

"ერთიანი საქართველოს" ლიდერი ნინო ბურჯანაძე საპარლამენტო ოცეულის სია "ევროპის მოედანზე" ამ მომენტებში წარადგენს. მისი თქმით, "ერთიანი საქართველო" მზადაა ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ ქვეყანაში აღარ იყოს ორი სამართალი, ერთი მოსახლეობის მეორე კი მთავრობის. 

"ვიმუშავებ ყველა პროფესიონალთან ერთად მისი პოლიტიკური შეხედულების და სიმპატიის მიუხედავად, არ შემეშინდება პროფესიონალების გვერდით დაყენება, რათა ქვეყანა დავაყენოთ ფეხზე, დღეს არ არის იმის დრო, რომ ადამიანები პირადი ერთგულებით შევარჩიოთ, ადამიანები უნდა შევარჩიოთ ქვეყნის პატრიოტიზმის და ქვეყნის ერთგულების მიხედვით" - ამბობს ბურჯანაძე.

პარტიის პრემიერმინისტრობის კანდიდატი თავად ნინო ბურჯანაძეა. ათეულში ასევე მოხვდნენ, გრიგოლ ბარამიძე, ანზორ ბიწაძე, ოთარ თავართქილაძე, ბესო დანელია, თამარ ზურაბიშვილი, მამუკა აჩბა, ბექა პეტრიაშვილი, მაია ხრიკაძე და ვანო მაჭარაშვილი.

შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო სიის წევრები უკვე წარადგინეს "ქართულმა ოცნებამ", "ძალა ერთობაშიამ" და სხვა პარტიებმა და გაერთიანებებმა. საპარლამენტო არჩევნები ქვეყანაში 31 ოქტომბერსაა ჩანიშნული. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი