ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 124 ახალი შემთხვევა დადასტურდა

გამოქვეყნდა:

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 124 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ე.წ. ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში COVID-19-ის ტესტი 403 ადამიანს ჩაუტარდა და მათგან COVID-19 124 პირს დაუდასტურდა. 

ბოლო მონაცემებით, ოკუპირებულ აფხაზეთში ვირუსის შემთხვევების საერთო რაოდენობა 2796 -ს აღწევს, აქედან 1187 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 27კი გარდაიცვალა.

აქვე, შეგახსენებთ, რომ საქართველოში ღეს  COVID-19-ით ინფიცირების 958 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 214 ადამიანი, 4 კი გარდაიცვალა. ყველაზე მეტი, 397 ინფიცირებული, დედაქალაქიდანაა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი