საქართველოს მესამე პრეზიდენტი და გაერთიანებული ოპოზიიციის პრემიერობის კანდიდატი მიხეილ სააკაშვილი 22 ოქტომებრს ქართველ ემიგრანტებს იტალიის ქალაქ ბარიში შეხვდება.
მანამდე მიხეილ სააკაშვილი 11 ოქტომბერს საბერძნეთის ქალაქ ათენეშიც შეხვდა ქართველ ემიგრანტებს და სიტყვით მიმართვისას ვრცლად ისაუბრა იმ გეგმებსა და სტრატეგიაზე, რომელსაც ის მხარდამჭერებს და ამომრჩეველს სთავაზობს. მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა ასევე, რომ კრიმინალური სამყაროს მუქარის მიუხედავად, მას ვერაფერი გააჩერებს და შეხვედრებს გააგრძელებს.
საბერძნეთში მყოფმა ქართველებმა ათენში შეხვედრამდე ერთი დღით ადრე გაავრცელეს ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილის შეხვედრის ჩასაშლელად შუშანაშვილმა 200 პროვოკატორი დაიქირავა. პროვოკაცია ათენში დროულად აღკვეთეს პოლიციამ და ემიგრანტებმა.