ოპოზიციაზე თავდასხმები გრძელდება. ამჯერად სამიზნე "ენმ- ძალა ერთობაშიას" ისნის მაჟორიტარობის კანდიდატის, ხატია დეკანოიძის შტაბი გახდა. შემთხვევა გასულ ღამეს მოხდა. ოპოზიციაში ამბობენ, რომ შენობაში მოსასმენი აპარატურის დამონტაჟება სცადეს.
ოპოზიცია ამბობს, რომ მსგავსი ფაქტების უკან ხელისუფლება დგას და ელოდებიან, რომ არჩევნების მოახლოებასთან ერთად, თავდასხმები კიდევ უფრო გახშირდება.