დავინდოთ სახელმწიფო, დაგვინდეთ ექიმებიც - მარინა ენდელაძე მოსახლეობას

გამოქვეყნდა:

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ინფეცქიური პათოლოგიებისა და შიდსის ცენტრის ბოქსირებული განყოფილების უფროსმა, მარინა ენდელაძემ, დღევანდელ ბრიფინგზე კიდევ ერთხელ შეახსენა საზოგადოებას რეგულაციების დაცვის მნიშვნელობა და მოუწოდა მათ, რომ დაინდონ საკუთარი თავი, სახელმწიფო და ექიმები.

"კოვიშემთხვევების რეკორდულად მატება უკავშირდება რეგულაციების არდაცვას. მე კიდევ ერთხელ მოვუწოდებ საზოგადოებას - დავინდოთ საკუთარი თავი, დავინდოთ სახელმწიფო და დაგვინდეთ ჩვენც, ექიმებიც, რადგანაც ძალიან რთულ პირობებში გვიწევს მუშაობა", - ამბობს ენდელაძე. 

შეგახსენებთ, რომ დღეს ქვეყანაში კორონავირუსის რეკორდულად მაღალი - 1192 შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 233 ადამიანი, 8 კი გარდაიცვალა.  ახალი კოვიდშემთხვევებიდან ყველაზე მეტი - 471 ინფიცირებული თბილისიდანაა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი