
დღეს, 18 ოქტომბერს, კორონავირუსი საქართველოში კიდევ 8 პაციენტი გარდაიცვალა, საერთო რაოდენობით - 136. 8-დან 2 კოვიდინფიცირებული კი აჭარაში მკურნალობდა და ორივე მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისთანავე მძიმე იყო.
გარდაცვლილთაგან ერთერთი 88 წლის ქალია, მას პნევმონია და სუნთქვის მწვავე უკმარისობა ჰქონდა. მეორე - 60 წლის ქალია, რომელსაც შაქრიანი დიაბეტი ჰქონდა და ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში მკურნალობდა.
შეგახსენებთ, რომ დღეს ქვეყანაში კორონავირუსის რეკორდულად მაღალი - 1192 შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 233 ადამიანი, 8 კი გარდაიცვალა. ახალი კოვიდშემთხვევებიდან ყველაზე მეტი - 471 ინფიცირებული თბილისიდანაა.
ბოლო მონაცემებით საქართველოში:
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.
ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 39 მილიონს გადააჭარბა, მათგან გამოჯანმრთელდა, თითქმის, 30 მილიონი ადამიანი და გარდაიცვალა 1 მილიონზე მეტი.