გიორგი გახარია ისევ პროვოკაციების მოლოდინშია. პრემიერმა განცხადება ამის შესახებ ფოთის, ხობის და სენაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ირაკლი ხახუბიას წარდგენაზე გააკეთა.
"ოცნების" პირველი ნომერი გამარჯვებაში დარწმუნებულია და ამბობს, რომ ეს გამარჯვება სამართლიანი უნდა იყოს:
ჩვენ ამ გამარჯვებას მივაღწევთ რა თქმა უნდა, ყველანი ერთად, მაგრამ ეს გამარჯვება უნდა იყოს სამართლიანი და ღირსეული. ბევრი პროვოკაცია გველოდება წინ, მაგრამ ჩვენი მთავარი მიზანი უნდა იყოს, რომ არ მივცეთ არავის შესაძლებლობა ელემენტარული ჩრდილი მიაყენოს ჩვენს გამარჯვებას, ამიტომ ღირსეულ და სამართლიან გამარჯვებას გისურვებთ ხობელებო“- ამბობს გახარიას.
მოსალოდნელი პროვოკაციების შესახებ გახარია 13 ოქტომბერსაც საუბრობდა - "შეიძლება ბევრი პროვოკაცია მოვითმინოთ და თვალიც დავხუჭოთ ქვეყნის მომავლისთვის" - თქვა მან ასპინძაში, "ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატის ანტონ ობოლაშვილის წარდგენისას.