ტრანსპორტი შესაძლოა ეპიდაფეთქების კერად იქცეს - გადაჭედილი ავტობუსები, მეტრო, მიკროავტობუსები... 

გამოქვეყნდა:

საზოგადოებრივ ტრანსპორტში საგანგაშო ვითარებაა. იმ ფონზე, როცა პანდემია პიკს აღწევს და ინფიცირების მაჩვენებელი ყოველდღე ანტირეკორდებს ხსნის, ქალაქში გადაჭედილი ტრანსპორტი მოძრაობს.

მოსახლეობა ამბობს, რომ თავს დაცულად ვერ გრძნობენ, რადგან შეუძლებელია დისტანციის დაცვა და ეჭვი აქვთ, რომ მხოლოდ პირბადის ტარებაც არაფერს შველის.

ხალხი ამბობს რომ აუცილებელია გაიზარდოს ტრანსპორტის რაოდენობა.

შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში დღეს კიდევ ერთი რეკორდი მოიხსნა - ბოლო 24 საათში დაფიქსირდა ინფიცირების 1192 შემთხვევა, მათ შორის  471 თბილისში, გარდაცვლილია 8 ადამიანი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი