"მთელი გურიის და ყველა გურულის კანდიდატი" - ენმ-ძალა ერთობაშიამ ოზურგეთელებს მანუჩარ კვირკველია წარუდგინა.
ოპოზიციის მხარდამჭერები დღეს ჭადრების ბაღში შეიკრიბნენ. კვირკველია პარტიის ლიდერებმა წარადგინეს და ამომრჩევლებს მისი მხარდაჭერისკენ მოუწოდეს. კვირკველიას მხარდაჭერა გამოუცხადა მსოფლიო ბანმა, პაატა ბურჭულაძემაც, რომელიც შეკრებას ონლაინ რეჟიმში ჩაერთო.
გამომსვლელები დღეს კვირკველიას სპორტული მიღწევებიც გაიხსენეს და 2008 წლის ომის მძიმე დღეებზე ისაუბრეს, როდესაც კვირკველიამ ოლიმპიური ჩემპიონობა მოიპოვა.
ოპოზიციის წინასაარჩევნო შეხვედრა კოვიდ რეგულაციების სრული დაცვით მიმდინარეობს. მხარდამჭერებს დაურიგეს პირბადეები, პოლიტიკოსები კი ჭადრების ბაღში შეკრებილებს დისტანციის დაცვისკენ მოუწოდებენ.