"ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი მარნეულსა და გარდაბანში მასწავლებლებს რესტორანში შეხვდა

გამოქვეყნდა:

ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებისა და ამომრჩევლის მოსყიდვის სავარაუდო ფაქტი - "ქართული ოცნების" გარდაბნისა და მარნეულის მაჟორიტარობის კანდიდატი, ზაურ დარგალი, სკოლისა და ბაგა-ბაღის მასწავლებლებს რესტორანში შეხვდა.

საყურადღებოა, რომ შეხვედრა რესტორანში ფარულად მიმდინარეობდა. მას სემდეგ კი არც ადგილზე "მთავარი არხის" გადამღები ჯგუფი გამოჩნდა, "ოცნების" წარმომადგენლები ჟურნალისტებს დაუპირისპირდნენ და ძალის გამოყენებეთ, ტერიტორიიდან მათი გაყვანა სცადეს. 

"ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება, ვისთანაც უნდა იმასთან ჩაატაროს წინასაარჩევნო შეხვედრა და ჩვენც ასე ვიქცევით, როგორც ხედავთ. არ გაქვთ უფლება იმყოფებოდეთ აქ - პირადად შენ ხარ ინტრიგანი", - ასე უპასუხა "მთავარის" ჟურნალისტის, ჯეიჰუნ მუჰამედალის შეკითხვას მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის თანაშემწემ, ადილ ალიევმა.

ცნობისთვის, დღესვე წყალტუბოში "ოცნების" პარტიული შეხვედრა სკოლის დირექტორის ორგანიზებით ჩატარდა. ამ შემთხვევაში დირექტორმა არგუმენტად ის დაასახელა, რომ სკოლამ შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციის სახელით გამართა.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი