"არსებობს ივანიშვილი როგორ ვირუსი და არსებობს ენმ, როგორც ვაქცინა"- მიხეილ სააკაშვილის მიმართვა გურულებს

გამოქვეყნდა:

ოზურგეთში, ენმ- ძალა ერთობაშიას მაჟორიტარობის კანდიდატის მხარდაჭერისკენ ამომრჩევლებს მიხეილ სააკაშვილმა მოუწოდა. მესამე პრეზიდენტი ჭადრების ბაღში, მანუჩარ კვირკველიას წარდგენას ონლაინ ჩაერთო და იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, ასევე სოფლის მეურნეობის მხარდამჭერ პროგრამაზე ისაუბრა, რომლის განხორციელებასაც ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში გეგმავდა.

მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ საქართველოს დასაკარგი დრო აღარ აქვს და ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, 2-3 წელში უნდა მოხდეს იმ ზარალის ანაზღაურება, რომელიც ქვეყანას მისივე თქმით, "ქართულმა ოცნებამ" და კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილმა მიაყენა.

"ივანიშვილის დრო დამთავრებულია, ქართველი ხალხი იბრუნებს თავის ქვეყანას. აღარავინ აღარ იქნება არავის ყმა და ხელის ბიჭი განსაკუთრებით გურიაში, სადაც ივანიშვილმა გადაწყვიტა, რომ თავის ყმებად ექცია ყველა" ამბობს მიხეილ სააკაშვილი. 

მესამე პრეზიდენტმა ოზურგეთელებს მანუჩარ კვირკველიას მხარდაჭერისკენ მოუწოდა და 2008 წელს, ომის მძიმე დღეებში, კვირკველიას მოგებული ოლიმპიადა გაიხსენა.

კარგი ქართველი და კარგი გურულია, მართლა უყვარს მანდაურობა, ჩვენი სრული მხარდაჭერა მანუჩარს, ის არის ეროვნული სიამაყე...მანუჩარის გამარჯვება იქნება საქართველოს და გურიის გამარჯვება - მიმართა მიხეილ სააკაშვილმა ჭადრების ბაღში შეკრებილ ამომრჩეველს.

ოპოზიციის წინასაარჩევნო შეხვედრა ოზურგეთშო კოვიდ რეგულაციების სრული დაცვით მიმდინარეობს. მხარდამჭერებს დაურიგეს პირბადეები, პოლიტიკოსები კი ჭადრების ბაღში შეკრებილებს დისტანციის დაცვისკენ მოუწოდებენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი