"მათვარი არხის" დაკვეთით ჩატარებული IPSOS-ის ახალი კვლევის მიხედვით, კითხვაზე - როგორი მიმართულებით ვითარდება საქართველო? გამოკითხულთა უმრავლესობა თვლის, რომ არასწორი.

  • სწორი - 27% 
  • არასწორი - 61%

შეგახსენებთ, ფრანგულმა კომპანია IPSOS - მა "მთავარი არხის" დაკვეთით არჩევნებამდე ორი კვირით ადრე, რიგით მესამე კვლევა ჩაატარა.

წინა ორი კვლევის შედეგები იგივე კითხვაზე ასეთი იყო: 

4 ოქტომბერს გასაჯაროვებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 62% ფიქრობდა, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდებოდა, 28% კი პირიქით.

20 სექტემბერს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად კი, შეკითხვაზე, როგორი მიმართულებით ვითარდება საქართველო? გამოკითხულთა 64% თვლიდა, რომ არასწორი, ხოლო 26% - სწორი.

"მთავარი არხის" დაკვეთით, IPSOS-მა კვლევა 8 - 15 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში ჩაატარა. საქართველოს მასშტაბით სულ 1500 რესპონდენტი გამოიკითხა. ცდომილების ფარგლები კი +-2,5%-ია.

კანონით გათვალისწინებული ინფორმაცია გამოქვეყნებულია ჩვენს ვებსაიტზე mtavari.tv, სექტორში "არჩევნები 2020".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი