"მთავარი არხის" დაკვეთით ჩატარებული IPSOS-ის ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 67% მიიჩნევს, რომ ხელისუფლების მიერ ეკონომიკის მიმართულებით მიღებული ზომები კორონავირუსის პანდემიის პირობებში ცუდი იყო.
კითხვაზე, როგორი იყო ეკონომიკის მიმართულებით მიღებული ზომები კორონას პანდემიის პირობებში? შედეგები ასე გადანაწილდა:
"მთავარი არხის" დაკვეთით, IPSOS-მა კვლევა 8 - 15 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში ჩაატარა. საქართველოს მასშტაბით სულ 1500 რესპონდენტი გამოიკითხა. ცდომილების ფარგლები კი +-2,5%-ია.
შეგახსენებთ, IPSOS-ის წინა კვლევის თანახმად, მოქმედი ხელისუფლების პირობებში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა შედეგ საკითხებში - ეკონომიკა, სიღარიბე, განათლება, ლარის კურსი, დასაქმება, ფასების ზრდა, სიღარიბე, პენსიები - არც ერთ პუნქტში გამოკითხულთა აზრით მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა.
კანონით გათვალისწინებული ინფორმაცია გამოქვეყნებულია ჩვენს ვებსაიტზე mtavari.tv, სექტორში "არჩევნები 2020".